logo
ENG



შაქარაშვილის  მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება

11 ივლ 202018:00
3 წუთის საკითხავი
 

13 ივლისიდან გიორგი შაქარაშვილის  მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგმება.

კონკრეტულად რას აპირებენ სამართალდამცველები, ოჯახის ნდობით აღჭურვილ ექსპერტს ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს.

შედეგების გამოსაქვეყნებლად გამოძიებას 2-კვირიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ,რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხები გუშინ გახდა ცნობილი - კვლევამ დაადგინა, რომ ფეხბურთელი ასფიქსიით გარდაიცვალა.

საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაციაც - ბრალი დამძიმდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაც მიმდინარეობს.


close დახურვა